,,ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა"– აბაშიშვილი სააკაშვილს


     პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი აბაშიშვილი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ეს უკანასკნელი გიორგი მარგველაშვილს ლაჩრად მოიხსენიებს და მოქალაქეობის აღდგენას სთხოვს.
 
      აბაშიშვილის განცხადებით, სააკაშვილმა ძალიან კარგათ იცის, რომ მოქალაქეობა პრეზიდენტს არ ჩამოურთმევია, უფრო მეტიც მან იგი უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ დათმო.

     ,,გუშინ, ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი არაადეკვატური განცხადება. მან ძალიან კარგად იცის, რომ მისთვის მოქალაქეობა პრეზიდენტ მარგველაშვილს არ ჩამოურთმევია. მან სრულიად შეგნებულად, თავად დათმო საქართველოს მოქალქეობა უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მას არც ერთხელ არ მოუმართავს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით.

     გუშინ, მან სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებებით პირველად მოითხოვა მოქალაქეობის აღდგენა, რაზეც რეაგირებაც შესაბამისია. ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ, თუ მის ყოფილ მთავრობაში, შეუძლია ასეთი ტონით მათ მიმართოს და მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა,"–განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно