,,ლაშარობის დიდი დღესასწაულის დღეებში საკმაოდ გააქტიურდა ამ არშემდგარი კორლეონეს გარემოცვა"- მეჭიაური


      თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

     ,,ლაშარობის დიდი დღესასწაულის დღეებში საკმაოდ გააქტიურდა ამ არშემდგარი კორლეონეს გარემოცვა და ავრცელებენ 3-4 წლის წინ ქუთაისში, ერთ-ერთი დიდი სამედიცინო კლინიკის იუბილეზე გადაღებულ ფოტოს, სადაც სხვა პარლამენტარებთან, გუნერნატორებთან და გამგებლებთან ერთად მეც ვიყავი მიწვეული...
 
     კლინიკის პატრონები არიან ოფიციალური მილიონერები და რას მოიტანდნენ სუფრაზე ჩემი გასაწყვეტი არ იყო, თანაც, მხოლოდ ჩვენს მაგიდასთან 10-12 წევრი იჯდა, მათ შორის მისი მეგობრები...

     ისე, მე საკუთარი კონიაკით ვიყავი, ჩემი "ფლიაგით"...

     სხვათა შორის ვისკის და კონიაკის ქარხნებშიც მაქვს დალეული ასიოდე გრამი სასმელი და და ვეკითხები ამ ბოროტ გნომს,ეს თიანეთის ბიუჯეტთან რა კავშირშია?)

      p.s. თუ კარგად დააკვირდებით, მათარას ვისკის ბოთლი ეფარება...)))
თანაც, ვისკის თითქმის სავსე ბოთლი იქვე დარჩა"– აღნიშნავს თამაზ მეჭიაური.
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно