,,რუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა"– გია ვოლსკი


     „პუტინი თავის გარშემო პოლიტიკის განხორციელებას არ დაუშვებს საკუთარი ნების ან ინტერესების გათვალისწინების გარეშე,"-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა განაცხადა.
 
    გია ვოლსკის თქმით,  რუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა.
       
     ,,მე როგორც ერთ დეპუტატს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს თუკი საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ნატო-ში სურს გაწევრიანება, ეს განვითარება აგრესიული მიმართულებით არავისკენ არ მოხდება. ერთადერთი, რაც ჩვენი მისწრაფებაა, ვიყოთ უზრუნველყოფილი უსაფრთხოებით გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა არ შეეხოს საქართველოს ის აგრესია, რაც ჩვენ დღევანდელ ჩრდილოვან მეზობელს გააჩნია", – განაცხადა გია ვოლსკმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно