დაჯგუფება ჰამასი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს


     დაჯგუფება ჰამასი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს. ჰამასის ერთ-ერთმა ლიდერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ეგვიპტისა და გაეროს შუამდგომლობით, დაჯგუფებამ ისრაელთან ზავის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

     ინიციატივა ჰამასმა მას შემდეგ წამოაყენა, რაც ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში დაჯგუფების პოზიციებზე მასშტაბური იერიშები მიიტანა. ისრაელმა სამხედრო ოპერაცია ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით გუშინ დაიწყო.

     პალესტინელების ჯგუფმა უსაფრთხოების ზღუდის გარღვევა და ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა, რასაც სამხედროებთან შეტაკებები მოჰყვა. არეულობის დროს პალესტინელებმა სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 1 ჯარისკაცი.

     თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის 60-მდე ობიექტი გაანადგურა. ბოლო ინფორმაციით, ოპერაციას 4 პალესტინელი ემსხვერპლა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/109579