პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესს მოუწოდა დამნაშავეებს აშშ-ში შესვლის გზები გადაუკეტოს


      პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესს მოუწოდა დამნაშავეებს აშშ-ში შესვლის გზები გადაუკეტოს.


      „ჩვენ ახალი საკანონმდებლო პაკეტი წარვადგინეთ, რომელიც საიმიგრაციო კანონს გააუმჯობესებს და ჩვენს სამსახურებს მისცემს უფლებას, რომ დანაშაულებრივი ჯგუფები ისეთები, როგორიცაა ,,MS-13" ქვეყანაში აღარ შემოუშვას,"- განაცხადა ტრამპმა კონგრესში გამოსვლისას.


      აღნიშნულ გამოსვლას ორი მოზარდის კაულის და ნისეს მშობლები ესწრებოდნენ, რომლებიც მიგრანტებმა მოკლეს. 


      გასულ წელს აშშ-მა სანქციების სიაში შეიყვანა ცენტრალური ამერიკის დანაშაულებრივი დაჯგუფება MS-13. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამ დაჯგუფებაში დაახლოებით 30 ათასი წევრია, რომლებიც სალვადორის, გვატემალას, ჰონდურასის და მექსიკის მოქალაქეები არიან.


      MS-13 ამერიკაშიც მოქმედებს, სადაც 8 ათასი წევრი ჰყავს. ეს დაჯგუფება ნარკოტიკების კონტრაბანდით, ადამიანთა გატაცებით, პროსტიტუციის ორგანიზებით, რეკეტით, შეკვეთილი მკვლელობებით, შანტაჟით და გამოძალვითაა ცნობილი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно