,,ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ რომ რამე ახალ ავანტურას და პროვოკაციას არ წამოვეგოთ"– ივანიშვილი


     „ვინც თვალყურს ადევნებს გლობალურ საგარეო პოლიტიკას და ადევნებდა უფრო ადრეც, ნახავს, რომ საკმაოდ დაძაბული და რთული საგარეო მდგომარეობაა დღეს მსოფლიოში. ამ შეხვედრის ანალიზს საჯაროდ არ შევეცდები, თუმცა ძალიან ყურადღებით ვადევნებდი თვალს და მგონი, ვიცი კიდეც რაც ხდება პროცესები,"–ამის შესახებ ბიძინა ივანისვილმა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში ,,აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან" ისაუბრა.
     
     ბიძინა ივანიშვილს წამყვანმა ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე დაუსვა კითხვა, ასევე წამყვანი დაინტერესდა, თუ რამდენად დაცულია საქართველო საგარეო საფრთხეებისგან.
 
     ,,ძალიან დიდი სირთულეებია და ძალიან დაძაბულია ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებს შორის. ძალიან რთულია მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, სირია მოგეხსენებათ, ირანის თემა, ამ ფონზე ამ შეხვდრის ანალიზს არ შევეცდები, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან ბევრ დროს ვხარჯავ და დაახლოებით ვიცი, რაც ხდება და იმ ფონზე, რაც უნდა იცოდეს ვთქვათ, არამონაწილე პირმა.

     მე ერთს ვეტყოდი ისევ საზოგადოებას და ტელემაყურებელს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ძალიან მობილიზებული, რომ რამე ახალ ავანტურას არ დავექვემდებაროთ და რამე პროვოკაციას კიდევ არ წამოვეგოთ, უნდა ვიყოთ გუნდის შიგნით შეკრული მყარად, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ფასი, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ადგილი, ჩვენი შესაძლელობები კარგად და იმ ფონზე, როდესაც მიდის გლობალური მოლაპარაკებები, არ დავკარგოთ და გავიუარესოთ მდგომარეობა. პირიქით, მოვახერხოთ, რომ გარკვეული ცვლილებების ფონზე ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა გავაუმჯობესოთ", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно