ჯანელიძე: ,,ველით, რომ საქართველოს პროგრესი ევროატლანიტური ინტეგრაციის გზაზე შესაბამისად იქნება ასახული 2018 წლის ნატო-ს სამიტზე" » UltraPress.Ge
ჯანელიძე: ,,ველით, რომ საქართველოს პროგრესი ევროატლანიტური ინტეგრაციის გზაზე შესაბამისად იქნება ასახული 2018 წლის ნატო-ს სამიტზე"


     საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში გაიმართა. სხდომის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს 2017 წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შეფასებითი დოკუმენტი.
     კომისიის სხდომაზე ალიანსის მხრიდან უაღრესად პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროს რეფორმები.
     „უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ მიაღწია განსაკუთრებულ პროგრესს ყველა მიმართულებით. 2017 წელი შეფასდა როგორც წარმატებული წელი ყველა პარტნიორის და ალიანსის ყველა წევრის მხრიდან. საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში და გახლავთ რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი" -აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კომისიის სხდომის შეფასებისას.
скачать dle 11.0фильмы бесплатно