,,სააკაშვილის აზრით, ქართველი ადამიანი სასტუმროს დამლაგებელი ან ფეხსაცმლის მწმენდავი უნდა იყოს"– ნიკოლოზ მჟავანაძე


       ,,სააკაშვილის აზრით, ქართველი ადამიანი სასტუმროს დამლაგებელი ან ფეხსაცმლის მწმენდავი უნდა იყოს,"– ამის შესახებ ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ,,ფეისბუქზე" წერს.
 
      ნიკოლოზ მჟავანაძე სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან ,,რუსთავი 2–ის" გადაცემა ,,არჩევანში" განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და მთავარი პროკურორი ინგლისელი და ამერიკელი სპეციალისტები უნდა იყვნენ.
 
     ,,თავს ძალა დავატანე და დღეს სააკაშვილის მორიგ ზღაპრებს მოვუსმინე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ის ქართველ ხალხს მხოლოდ მოსამსახურე ერად აღიქვამს. მე ჩამოვიყვან უცხოელ მოსამართლეებს და პროკურორებს და ქართველებს სახლში გაუშვებ, რადგან ჩვენ ამ დარგში პროფესიონალები არ გვყავსო. მხოლოდ ამ სიტყვების გამო გამოუტანდა ხალხი განაჩენს პოლიტიკურ ლიდერს, მაგრამ მიშას ფანკლუბის წევრებს ჯალათმა სააკაშვილმა დედა რომ აგინოს მადლობას გადაუხდიან. სააკაშვილის აზრით, ქართველი ადამიანი უნდა იყოს მზარეული, სასტუმროს დამლაგებელი ან ფეხსაცმლის მწმინდავი,"– აღნიშნავს ნიკოლოზ მჟავანაძე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно