ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი 600-მდე ტაქტიკურ მეცადინეობას ჩაატარებს


     ოკუპირებულ აფხაზეთში ბაზირებული რუსული სამხედრო ბაზის შენაერთები მიმდინარე წელს 600-მდე ტაქტიკურ მეცადინეობას და სწავლებას ჩაატარებენ. ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფიევმა განაცხადა.

    რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც ასტაფაევი აცხადებს, სასწავლო ღონისძიებებში გამოყენებული იქნება БТР-82-ის ტიპის თანამედროვე ჯავშანტრასპორტიორები, Т-72Б3-ის ტიპის უახლესი ტანკები, Град-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და Оса-АКМ-ისა და Стрела-10-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები. 

    წვრთნები ხუთ პოლიგონზე გაიმართება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно