როდესაც მსოფლიო ხალხის დიდ რაოდენობას ხედავს, ხელისუფლების საქმე დამთავრებულია– სააკაშვილი პერმანენტულ აქციებს აანონსებს


      ,,უკრაინის ხელისუფლებას უნდა, რომ ჩვენ დავნებდეთ და არ მოვითხოვოთ პრეზიდეტის გადადგომა, ამის შესახებ სააკაშვილმა" "news one"-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.  

      სააკაშვილის აზრით, როდესაც მსოფლიო ხალხის დიდ რაოდენობას ხედავს, ხელისუფლების საქმე დამთავრებულია.

      ,,როდესაც გასულ წელს უკრაინაში ვბრუნდებოდი, ვიცოდი რომ ხელისუფლება ჩემს დაშანტაჟებას შეეცდებოდა და ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავდნენ. ეს არის დაშინებისა და შანტაჟის კლასიკური ტაქტიკა. უკრაინის ხელისუფლებას უნდა, რომ ჩვენ დავნებდეთ და არ მოვითხოვოთ პრეზიდეტის გადადგომა. ხალხმა უნდა აჩვენოს მსოფლიო საზოგადოებას, რომ გარდა კორუფციული მთავრობისა, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვისთანაც საუბარი შეიძლება. დემოკრატიული სამყარო ყოველთვის ხალხის მხარეზეა. როდესაც მსოფლიო ხედავს ხალხის დიდ რაოდენობას ქუჩებში, ხელისუფლების საქმე დამთავრებულია. ამიტომ ეშინია პოროშენკოს ასე ძალიან. გადავწყვიტეთ, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი მივცეთ და მომავალ მიტინგზე ჩვენი მოთხოვნები გავამკაცროთ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно