,,დიდგორი არის გამარჯვებისა და ამავე დროს ერთიანობის სიმბოლო"– ბახტაძე


     ,,დავით აღმაშენებელმა ქართველ ერს ისეთი გამარჯვება მოუტანა, რომლითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა,"– ამის შესახებ, პრემიერ–მინისტრმა დიდგორში განაცხადა.
 
      ბახტაძის განცხადებით, სწორი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემთხვევაში საქართველო საწადელს აუცილებლად მიაღწევს.
     
 
      ,,მან ჩვენ გვაჩვენა, რომ როდესაც შენს მხარეს არის სიმართლე და ჭეშმარიტება, არ არსებობს ძალა, რომელმაც შეიძლება დაგვამარცხოს. ეს არის ის დიდი ემოცია, რომელიც ქართველ ერს დღემდე მოგვყვება, რომელმაც შეგვინარჩუნა ჩვენი იდენტობა და სახელმწიფოებრიობა. ჩვენმა გმირებმა, რომლებიც ამ ველზე დაეცნენ, თავიანთი სისხლის ფასად ისეთი მყარი საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენ ვალდებულნი ვართ მასზე ავაშენოთ ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო.
 
      დიდგორი არის გამარჯვებისა და ამავე დროს ერთიანობის სიმბოლო, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენთვის მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენი სიძლიერე, განვითარება არის ერთად დგომაში, ერთად ყოფნაში, საერთო მიზნის ქონაში. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ მთავარ საწადელს, საწადელს, რომლითაც ცოცხლობდნენ ჩვენი წინაპრები და ეს იყო მათი მთავარი ამოცანა – საქართველო ყოფილიყო ძლიერი და განვითარებული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს მაგალითები, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას და დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ამას აუცილებლად მივაღწევთ. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
    
     დიდგორის ველზე პრემიერ-მინისტრთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი იმყოფებოდნენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно