,,არ მახსოვს მარგველაშვილი წინა რეჟიმის მსხვერპლს გამოქომაგებოდა"– ბესელია


     ეკა ბესელია გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ბესელიას განმარტებით, პრეზიდენტის განცხადება ორმაგი სტანდარტის მაგალითია, რადგან არ ახსოვს წინა ხელისუფლების მსხვერპლს გამოქომაგებოდა. 
     „ყველაზე დიდი და კლასიკური შავი პიარი რაც მახსენდება, სწორედ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ დანიშნული შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის ქმედებები იყო. ის ღიად ესხმოდა თავს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტში სწორედ უფლებაშელახული და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების მიმართ მივიღეთ.
     არ მახსოვს, რომ მაშინ მარგველაშვილი იმ ადამიანებს გამოქომაგებოდა, რომელთაც დღეს ბრიფინგზე ახსენებდა და ვინც მსხვერპლი იყო. გულწრფელად გითხრათ, დღეს ამ თემაზე რომ საუბრობდა, პირველად ეს გამახსენდა და ეს სწორედ ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია. მაშინ მას პრინციპული პოზიცია რომ დაეკავებინა, გაცილებით უფრო დამაჯერებელი იქნებოდა გულშემატკივრობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც წინა რეჟიმის მსხვერპლი იყო" - აღნიშნა ბესელიამ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно