პრემიერი: ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა დასჯადი გახდება


      გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლიილებათა პაკეტზე, რომელიც კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

      პრემიერმა დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდება. 

     ,,ჩვენ შევიმუშავეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, ასევე, დასჯადი ხდება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი, რაშიც მინდა გითხრათ, რომ გიორგი გახარიას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ცვლილებები და სიახლეები ეხება ბევრ მიმართულებას: კრიმინალურს პოლიციას, საპატრულო პოლიციას, საზღვრის დაცვას, უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის, ქვეითი პატრულის გაძლიერებას და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯები აუცილებლად გამოიღებს შედეგს ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ჩვენი მოსახლეობის დაცულობის თვალსაზრისით" - აღნიშნა პრემიერმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно