,,ირანის მოქალაქეების მიმართ რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა"– საგარეო უწყება


        საგარეო უწყება ირანის დიპლომატიური არხების მიერ გარცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც საუბარი იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმების დროს ირანელი ქალების მიმართ რელიგიური გრძნობების შეურაცხოფის შესაძლო ფაქტებზე.
      
       საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის მოქალაქეების მიმართ რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა.
 
 ,,ქართული მხარისთვის ირანის დიპლომატიური არხებით ცნობილი გახდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადამოწმების პროცედურებზე ირანის მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს. 

     ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების ოფიცერთა მიერ მგზავრთა გადამოწმების პროცედურების შესწავლა. 

     პირველადი მონაცემებით და გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა.

     აღნიშნულის შესახებ ირანის მხარეს უკვე ეცნობა.
 
     საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულია შეხვედრა ირანის ელჩთან სადაც კიდევ ერთხელ გავივლით აღნიშნულ საკითხს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно