გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა


     პრემიერ-მინისტრის მიერ გუბერნატორების წარდგენამდე 1 საათით ადრე გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მერაბ ჭანუყვაძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

     "მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე.

     ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნის სამსახურში", - წერს მერაბ ჭანუყვაძე.

     მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტზე 2017 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე კი ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно