,,მამაჩემის მკვლელობამდე პოლიციას არათუ ცხედარი ჰქონდა აღმოჩენილი, არამედ, უკვე დანამდვილებით იცოდა მოკლულის ვინაობა"– შარაძე


      რუსუდან შარაძე მამის გურამ შარაძის მკვლელობის ზუსტ დროზე საუბრობს და დოკუმენტურ მასალას აქვეყნებს.
 
     მისი თქმით, გურამ შარაძის მკვლელობამდე, 20.30 წუთზე, ტელეკომპანია „აჭარის" საინფორმაციო გამოშვება პირდაპირ ეთერში ამცნობდა მთელ ქვეყანას გურამ შარაძის მკვლელობას.

       ,,გეხსომებათ, ჩემი ამასწინდელი წერილებიდან ერთ-ერთი (იხ. პირველი კომენტარი), სადაც ვსაუბრობ, თუ რომელ საათზე მოკლეს გურამ შარაძე რეალურად და რას ამბობს ოფიცილურად გამოძიება?!

    შეგახსენებთ, რომ ,,ალდაგის" ფირის მიხედვით, მამაჩემის მკვლელობის ოფიციალურ დროდ დადგენილია 20.31 სთ (20 მაისი, 2007 წელი).

    ვამბობდი და ვამბობ, რომ გურამ შარაძის ოფიციალურ მკვლელობამდე, 20.30 წუთზე, ტელეკომპანია „აჭარის" საინფორმაციო გამოშვება პირდაპირ ეთერში ამცნობდა მთელ ქვეყანას გურამ შარაძის მკვლელობას.

    ,,აჭარის" სიუჟეტი მალე ხელში მექნება, მაგრამ იქამდე, იხილეთ საქმის მასალებიდან დოკუმენტი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მართალი ვარ:

     2007 წლის 20 მაისს, 20 საათსა და 27 წუთზე, პოლიციაში უკვე შესულია შეტყობინება, რომ მოკლულია მოქალაქე გურამ შარაძე.

     ე.ი. 20 საათსა და 27 წუთზე, პოლიციას არათუ ცხედარი ჰქონდა აღმოჩენილი, არამედ, უკვე დანამდვილებით იცოდა მოკლულის ვინაობა.
დანარჩენი თქვენ განსაჯეთ..."

     დოკუმენტი ქვეყნდება ქვეყნდება პირველად.
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно