,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა"– ბახტაძე


     საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
 
    ბახტაძის განმარტებით, აზერბაიჯანთან საქართველოს არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.
 
     ,,დღეს, საქართველოს დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანს ვესტუმრეთ და პრეზიდენტს - ილჰამ ალიევს შევხვდით. შეხვედრისას ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ ურთიერთობებზე და იმ დადებით დინამიკაზე, რაც ჩვენს ქვეყნებს უკვე მრავალი წელია აკავშირებს. მათ შორის ეკონომიკურ, კულტურულ და ბევრ სხვა სფეროში.

     აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი აქვს განხორციელებული, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.

     მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ილჰამს ნაყოფიერი შეხვედრისთვის და საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნების მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება"– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно