ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხედრო წვრთნებში „ისკანდერ-M”-ისა და 2С4 „ტიულპანების“ დივიზია მონაწილეობს


     ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში „ისკანდერ-M”-ისა და 2С4 „ტიულპანების" დივიზია მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

     განცხადებაში ნათქვამია, რომ სარაკეტო კომპლექსები და მობილური ნაღმმტყორცნები მართვის ავტომატიზებულ სისტემაშია ჩართული.

     როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, შეიარაღება ოკუპირებულ აფხაზეთში ყუბანიდან და ადიღეიდან ჩაიტანეს.

     მოსკოვში ამბობენ, რომ როტაციული ტაქტიკური სწავლება ოკუპირებულ რეგიონში 20 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. პრესრელიზში ნათქვამია, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე პოლიგონზე წვრთნებში ოთხი ათასი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება.



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/okupirebul-afkhazetshi-samkhedro-wvrtnebshi-iskander-m-isa-da-2%D1%814-tiulpanebis-divizia-monawileobs/