,,ეკლესიის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უნდა მივიღოთ"– ზოიძე


      ,,ეკლესიის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ვართ კანონმდებლები, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება,"– ამის შესახებ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
     
     ზოიძის აზრით, კანონმდებლებმა ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მიიღონ გადაწყვეეტილება.
 
     „ნარკოტიკული კომპონენტისგან უმეტეს შემთხვევაში ეს ყველაფერი თავისუფალი იქნება, გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ წამლების წარმოებისთვის, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვიყენებთ. თუ ამაში დავარწმუნებთ საზოგადოების ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ეკლესიას, არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება, საჯარო სივრცეა, ეკლესიის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს ასეთ თემაზე, როგორიც არის ნარკოპოლიტიკა, მაგრამ ჩვენ ვართ კანონმდებლები და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, არა მხოლოდ ეკლესიის აზრით,"- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно