პეტრო პოროშენკომ რუსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმების შეწყვეტის განკარგულებას ხელი მოაწერა


     უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმების შეწყვეტის განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

     როგორც უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა ირინა ლუცენკომ განაცხადა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის ნოტას რუსეთის ფედერაციას 30 სექტემბრამდე გაუგზავნის, რადას კი შესაბამის კანონპროექტს წარუდგენს. შეთანხმების გაწყვეტის გადაწყვეტილება საბოლოოდ სწორედ უკრაინის პარლამენტმა უნდა მიიღოს.

     უკრაინამ და რუსეთმა მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორების შესახებ შეთანხმებას 1997 წლის 31 მაისს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ითვალისწინებს.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/petro-poroshenkom-rusettan-megobrobis-shesakheb-shetankhmebis-shewyvetis-gankargulebas-kheli-moawera/