თურქეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, ანგელა მერკელთან პრესკონფერენცია ჩაშალოს


     თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტს გერმანიაში შესაძლოა, სკანდალი მოჰყვეს. ინფორმაციას ამის შესახებ Bild-ი ავრცელებს.

     გამოცემის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მზადაა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან დაგეგმილი პრესკონფერენცია ჩაშალოს, თუ მას ჟურნალისტი ჯან დიუნდარი დაესწრება, რომელიც თურქეთის პრეზიდენტს მტრად ჰყავს გამოცხადებული.

     Bild-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე მისვლას გეგმავს. მეტიც, მას ერდოღანთან შეკითხვები აქვს.

     ჯან დიუნდარი გამოცემა Cumhuriyet – ის ყოფილი რედაქტორია, რომელიც უკვე ორი წელია იძულებით ცხოვრობს გერმანიაში. მას თურქეთში ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მიზეზი სტატიის გამოქვეყნება გახდა, სადაც საუბარი იყო, რომ თურქეთის დაზვერვა ისლამის მებრძოლებს იარაღით ამარაგებდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/turqetis-prezidentma-shesadzloa-angela-merkeltan-preskonferencia-chashalos/