,,ორ წუთში 6 მონტაჟი განხორციელდა და 7 სხვადასხვა საუბრის გაერთიანება მოხდა"– მჟავანაძე


     ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ,,ომეგა ჯგუფის" მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერები გაყალბებულია.
 
     ამის შესახებ ნიკოლოზ მჟავანაძემ გადაცემა ,,რეაქციაში" ისაუბრა.

     ,,ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებული ჩანაწერების მონტაჟი დაადასტურა ლონდონში ჩატარებულმა ფონოსკოპიურმა ექსპერტიზამ, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა რომ დანარჩენი ჩანაწერებიც გაყალბებულია. 
 
     მე მაქვს ეჭვი, რომ აქ ტყუილების კასკადია. ზაზა ხატიაშვილმა, რომელიც არის ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი, ჩაატარა ლონდონში ექსპერტიზა და დადასტურდა გაყალბების ფაქტი. სიტყვა სიტყვით წერია, რომ 2 წუთში 6 მონტაჟი განხორციელდა და 7 სხვადასხვა საუბრის გაერთიანება მოხდა. 2 წუთში არის საუბარი ფონდზე და პარტიაზე. გამოდის, რომ საუბარი გაყალბდა.
 
      ნიკოლოზ მჟავანაძის აზრით, ,,ომეგა ჯგუფის" არგუმენტებში სერიოზული ლოგიკური გარღვევაა, რადგან 11–ჯერ მოხდა გადახადის გადავადება, ხოლო როდესაც გადახდის შესრულება მოსთხოვეს ზეწოლაზე ალაპარაკდნენ.
 
     ,,როდესაც არის საუბარი იმაზე, თუ რატომ აცადეს, გამოდის, რომ ნურც მოფრინდები და ნურც გაფრინდების პრინციპია. აცადეს იმიტომ, რომ არ დახურულიყო ეს კომპანიები და 1500 კაცი არ დარჩენილიყო უმუშევარი. თერთმეტჯერ არ აღასრულეს იძულების ღონისძიებები და როდესაც მოსთხოვეს გადახდის შესრულება, ალაპარაკდნენ ზეწოლაზე. ამიტომ ცოტა არ იყოს ლოგიკაში არის სერიოზული გარღვევები ,,ომეგას" მხრიდან"– აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно