„გირჩის“ ლიდერები სამართალდამცავებმა "დედაენის" ბაღთან დააკავეს


     გირჩის წევრები - ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია, რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებმა დედაენის ბაღთან დააკავეს.
 
     გირჩის წარმომადგენლები ,,რუსთავი2"-თან საუბარში აღნიშნავენ, ხვიჩია და მეგრელიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ დედაენის ბაღში დაანონსებული ფესტივალისთვის აპარატურის შეტანა სცადეს.

     აპარატურის შეტანის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაკავებულები ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

     გირჩი დღეს კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმავს. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, აქციის მიზანია, საზოგადოება და ასევე საქართველოში ჩამოსული ტურისტები გაერთონ. 

    ამასთან, მისი თქმით, ღონისძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მთლიანად გირჩი იღებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/116566