,,2008 წელს რუსულმა ტანკებმა გადმოკვეთეს საქართველოს ტერიტორია, ეს ქართველებს არ გაუკეთებიათ"– კრამერი


     იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტს მცირე უფლებამოსილება აქვს ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს არჩევნებზე  - ამბობს ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერი.

     მისი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან საარჩევნო პროცესი საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე დიდ გავლენას მოახდენს.

     კრამერი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეც საუბრობს და ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ომში დამნაშავე რუსეთი და მისი პრეზიდენტი პუტინია, რადგან სწორედ რუსულმა ტანკებმა გადმოკვეთეს საქართველოს ტერიტორია და საქართველოს ტერიტორიების ანექსია ისევ გრძელდება. 

     „როგორც ყველა არჩევნები ეს არჩევნებიც მნიშვნელოვანია და მოახდენს გავლენას საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.

      მას ასევე ექნება გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არ აქვს ბევრი უფლებამოსილება მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მივიდეს უბნებზე და ხმა მისცეს.

     რაც შეეხება 2008 წელს, საქართველოს ტერიტორია სწორედ რუსეთის ტანკებმა გადმოკვეთეს ეს ქართველებს არ გაუკეთებიათ. აშკარაა, რომ დამნაშავე რუსეთია პუტინის ხელმძღვანელობით.  მათ აქვთ ტერიტორიების 20% ოკუპირებული და განაგრძობენ მცოცავ ანექსიას"-აცხადებს დავიდ კრამერი.
 
წყარო: რუსთავი 2
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно