,,დაინგრევა იმის ილუზია, რომ სახელმწიფო სუსტია და შეუძლიათ სიტუაცია იოლად ამოაყირავონ"– ივანიშვილი


      პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პარტია ერთ წელიწადში ახალი სახეებით შეივსება. 
 
      მისი თქმით, დაინგრევა იმის ილუზია, რომ სახელმწიფო სუსტია და შეუძლიათ სიტუაცია იოლად ამოაყირავონ.
 
      „ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით მართვა არის უაღრესად რთული და საერთოდ, მდიდარი სახელმწიფოს მართვაც გაცილებით რთულია დემოკრატიული მმართველობით, ვიდრე ნებისმიერი დიქტატურით. შესაბამისად, ის, რომ გაჩნდა ეჭვები და ჩანდა თითქოს, რომ სახელმწიფო არის უმცირესობა, რომელიც მართავს უმრავლესობას და ერთადერთი, ვისაც აქვს ამავდროულად ძალის გამოყენების უფლება. ის, რაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და, რასაც ანგარიშს უნდა უწევდეს ნებისმიერი მოქალაქე, რომ კანონს თუ არ დაიცავს, მას შეძლება სახელმწიფომ პასუხი მოსთხოვოს, ამავდროულად ძალის გამოყენებითაც, თითქოს ეს იკარგებოდა."

     „თვითონ პარტია, რომელიც არის პრაქტიკულად უმოქმედო, ერთ წელიწადში, აბსოლუტურად ახალი ხალხით შევავსება, ძლიერი ხალხით გავამაგრებ, მენეჯმენტს გავაუმჯობესებ. ამით, ვერტიკალის გამყარებით დაიკარგება ეს უხეში ილუზია იმისა, რომ ვიღაცებს შეუძლიათ სახელმწიფოს სიძლიერეში ეჭვი შეიტანონ და სიტუაცია იოლად ამოაყირაონ", – განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно