,,გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება შეუძლია"- ირმა ნადირაშვილი


      ოპოზიციური დეპუტატი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება შეუძლია. ნადირაშვილი არ აკონკრეტებს თუ რა ფორმით დაუჭერს მხარს გრიგოლ ვაშაძეს „ევროპული საქართველო."
 
      „დავით ბაქრაძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მეორე ტურში მხარდაჭერას გრიგოლ ვაშაძეს ვუცხადებთ. ეს ნორმალურია, რადგან ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას უნდა ცდილობდეს. სასიამოვნო იქნებოდა, ეს ჩვენ გაგვეკეთებინა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება შეუძლია. ჩვენი მოვალეობაა, მის გვერდით ვიყოთ და გამარჯვება ერთობლივად მოვიპოვოთ. ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ დროის საკითხია, მუდმივი არაფერია არც პოლიტიკაში ყოფნა და არც – ხელისუფლებაში”, – განაცხადა ნადირაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно