,,ვაშაძე უარს ამბობდა რუსეთის მოქალაქეობის დათმობაზე, კამპანიას კი რუსული პიარ–ჯგუფი ხელმძღვანელობს"– ქეთევან გორჯესტანი


     სალომე ზურაბიშვილის შვილი ქეთევან გორჯესტანი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     „ჯერ კიდევ არ შემიძლია ავხსნა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. არ შემიძლია ავხსნა, როგორ უნდა ისაუბრო ამაზე. დავივიწყოთ, რომ ის დედაჩემია. მან 30 წელზე მეტი იმუშავა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში. მუშაობდა ევროკავშირთან, ნატო-სთან და გაერო-სთან. დათმო დიპლომატიური კარიერა, რომ ემსახურა თავისი ქვეყნისთვის. მისი ოპონენტი კი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უარს ამბობდა რუსეთის მოქალაქეობის დათმობაზე იმის მიუხედავად, რომ ეს ორი ქვეყანა ომში იყვნენ. მის საარჩევნო კამპანიას რუსული პიარ- ჯგუფი ხელმძღვანელობს. მუშაობენ სიძულვილის ენით, ყალბი ამბებით, რასაც რუსეთი იყენებს მსოფლიოში არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად. ახლა ვაშაძე ამბობს, რომ დააბრუნებს ხელისუფლებას, რომელიც ქართველებს წლების განმავლობაში ატერორებდა", – წერს ქეთევან გორჯესტანი.



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно