,,გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის წამების და მკვლელობის ფაქტები"– ბახტაძე


     ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უმწვავესი ჰუმანიტარული კატასტროფა - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა. მან ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაისვა იმ ფაქტს, რომ გრძელდება გატაცებების და სასტიკი წამების ფაქტები ოკუპირებულ რეგიონებში.

     „კატასტროფულად მცირდება მოსახლეობის რაოდენობა შექმნილია უმძიმესი პირობები ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მავრთულხლართები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების  ფუნდამენტურ უფლებებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის წამების და მკვლელობის ფაქტები,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/117691