,,მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არანაირი გზით არ მომხდარიყო ჩემი შემოსვლა სამშობლოში..."- სააკაშვილი


      საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინიტრს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.     
 
      სააკაშვილის განმარტებით, იგი საექსტრადაციო პროცედურის ქვეშ არ იმყოფება და მისი თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არანაირი გზით არ მომხდარიყო მისი საქართველოში შემოსვლა.
 
      ,,ივანიშვილი და მისი ე.წ "მთავრობა" აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას. კერძოდ, წულუკიანმა გუშინ განაცხადა თითქოს მე ვიმყოფები საექსტრადიციო პროცედურის ქვეშ და თითქოს ჩემზე გამოგზავნილია ექსტრადაციის მოთხოვნა. როგორც ხედავთ, მე დავდივარ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და არანაირ საექსტრადაციო პროცედურების ქვეშ არ ვიმყოფები. უფრო მეტიც, პოროშენკო ითხოვდა ჩემს ექსტრადიციას საქართველოში, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არანაირი გზით არ მომხდარიყო ჩემი შემოსვლა სამშობლოში...
 
     ასე რომ,მცდელობა მოატყუონ ხალხი, აღარ გამოვა... ტყუილს მოკლე ფეხები აქვს"– წერს სააკაშვილი.
скачать dle 11.0фильмы бесплатно