,,ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია"- ბიძინა ივანიშვილი


       ,,ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია,"– ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ვიდეო მიმართვისას განაცხადა. 
 
      ბიძინა ივანიშვილის თქმით, ქვეყანა დგას გაერთიანებული მოძალადეების წინაშე, რომლებიც რევანშისთვის ემზადებიან.
 
      „დღეს არ ვაპირებ, ვისაუბრო არც იმ 9 წლიან რეჟიმზე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა უფლება, ყველა ღირსება, და ეს ბევრმა თქვენგანმა საკუთარ თავზე და ოჯახზე იწვნია, და არც ჩვენს მიღწევებზე.

     დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამშობლო ისევ ისტორიულ გზაგასაყართან დგას. არსებობს მცდარი გადაწყვეტილების მიღების მაღალი რისკი, მაგრამ ამავე დროს, ეს არის ახალი შესაძლებლობების განახლების საუკეთესო მომენტი.

     რამდენიმე თვის წინ, მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება. მომიწია, რადგან ვხედავდი, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი, კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ.

     თუმცა ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს – ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენს წინ, ჩვენს პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით",- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно