,,გრიგოლ ვაშაძეს რუსი შკლიაროვი უწევს პიარკამპანიას რუსულ სტილში"- კობახიძე


     „გრიგოლ ვაშაძე მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბირთვული შეიარაღებისა და კოსმოსის განყოფილებაში და ეს რასაც ნიშნავს, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ აქ ხშირად გვაქვს ხოლმე საუბარი რბილ ძალაზე და რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე და წარმოიდგინეთ რა ვითარებაა, რომ ასეთი ადამიანი არის მხარდაჭერილი პიარული კუთხით რუსი შკლიაროვის მიერ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

     ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, გრიგოლ ვაშაძის პიარკამპანია რუსულ სტილში წარიმართება.

     „ბატონი სერგი ხშირად საუბრობს ხოლმე რუსულ რბილ ძალაზე, საფრთხეებზე და როდესაც მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს რუსი შკლიაროვი უწევს პიარკამპანიას რუსულ სტილში, მარტო მის წარმომავლობაში კი არ არის აქ საქმე, საქმე არის იმაში, რომ „რუსთავი 2"-ს რომ უყურებ, არანაირი განსხვავება არ არის „რტრ"-თან და „ორტ"-სთან და რომ უყურებ სოც-ქსელებს, იმ ბინძურ კამპანიას და ნიაღვარს, რომელიც მოედინება ყოველდღიურ რეჟიმში სოც-ქსელებიდან, ესეც არის რუსული სტილი. რატომ ვერ ხედავთ თქვენ აქ რუსული რბილი ძალის პრობლემას და რუსული პროპაგანდის საფრთხეს. მგონი აქ დღესავით ნათელია ყველაფერი, რასთანაც გვაქვს საქმე, თუმცა, როგორც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ბრძანა, ვაშაძე და რუსეთი საქართველოში ვერ დაბრუნდებიან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно