,,კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ"- ვოლსკი


     პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის განყოფილების უფროსს, ასუნსიონ სანჩეს რუისს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრეს.

     „შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს დღევანდელ ვითარებაზე, პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირების საფუძვლებსა და განმასხვავებელ ნიშნებზე. ასევე, ვისაუბრეთ პერსპექტივებზე. რასაკვირველია, კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ და იმ პროცესების მიმართ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისათვის", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно