აშშ-ი ჩინეთს სადავო სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციის შეჩერებისკენ მოუწოდებს


     ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს სადავო სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

     აღნიშნული საკითხი მხარეებმა ვაშინგტონში ორი ქვეყნის მაღალი რანგის შეხვედრაზე განიხილეს.

     ჩინელ მაღალჩინოსნებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ჯიმ მეტისმა უმასპინძლეს.

     მოლაპარაკებების შემდეგ კი აშშ-ის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის ქმედებებით ვაშინგტონი შეშფოთებულია და მილიტარიზაციის პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

     თავის მხრივ, ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკებების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პეკინი საკუთარ ტერიტორიებს აუცილებლად დაიცავს.

     სადავო ტერიტორიებთან ერთად, შეხვედრის დროს მხარეებმა ტაივანის საკითხი და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარება განიხილეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-chinets-sadavo-samkhret-chinetis-zghvis-militarizaciis-shecherebisken-mouwodebs/