,,ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია ნამდვილად დამყარდა ამ არჩევნებით"- ივანიშვილი


     მგონი ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია ნამდვილად დამყარდა ამ არჩევნებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქოში განაცხადა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქმა ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე მიიღო და დალოცა. ამის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეომასალას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

     ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა: „არჩევნები კარგად მიდის?".

     ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხალხი განსაზღვრავს ვინ უნდა აირჩიოს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ხალხი ღირსეულ არჩევანსაც გააკეთებს.

     „მე მგონი ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია ნამდვილად დამყარდა ამ არჩევნებით. ხალხმა აირჩია ხელისუფლება. ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს, ვინ უნდა აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ ღირსეულ არჩევანსაც გააკეთებენ. თუმცა კითხვები, რა თქმა უნდა, ბევრია", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/bidzina-ivanishvili-khalkhi-gankargavs-da-gansazghvravs-vin-unda-airchios-vfiqrob-ghirseul-archevansac-gaaketeben-video/