,,ვისაც ჩემსავით, უსამართლობა გახრჩობთ, ან უბრალოდ, გვერდში დგომა გსურთ, გელოდებით"- შარაძე


      აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე ყველა იმ ადამიანს შეკრებისკენ მოუწოდებს, ვინც მამამისის მკვლელობის გახსნას გულშემატკივრობს.
 
     რუსუდან შარაძე მოქალაქეებს კვირას, 18 ნოემბერს, 15:00 საათზე, მელიქიშვილის გამზირზე მისვლას სთხოვს.
 
     ,,ვინც ფიქრობთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გურამ შარაძის მკვლელობის საქმე უნდა გაიხსნას, ვისაც ჩემსავით, უსამართლობა გახრჩობთ, ან უბრალოდ, გვერდში დგომა გსურთ, გელოდებით შემდეგ კვირას, 18 ნოემბერს, 15:00 საათზე, მელიქიშვილის გამზირზე, მამაჩემის მკვლელობის ადგილას.

     მომეხმარეთ, უთხარით თქვენს ირგვლივ, ყველას - მეგობრებს, მეზობლებს, ნაცნობებს, ვინც თქვენსავით ფიქრობს და გურამ შარაძის გულშემატკივარია..."– წერს რუსუდან შარაძე.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно