„დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე და ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ"– გახარია


     შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

     მისი თქმით არსებობდა დესტაბილიზაციის საფრთხე, რის გამოც საჭირო გახდა პოლიციის ჩარევა.
 
     „დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე, რისკების შესაძლებლობა და დესტაბილიზაციის რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები და დღეს პარლამენტის წინ საჭიროზე მეტ კარვებს ვხედავთ. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით ყოველთვის, ჩვენ ერთად ვსწავლობთ ქვეყნის მოვლას. ჩვენი მიზანია, განვითარება და უსაფრთხოება. კარავი არასდროს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე,"- აღნიშნა გახარიამ. 

     მისი განცხადებით, პოლიცია ყოველთვის ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე და გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას, რისთვისაც ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებენ.

     "ერთი ადამიანის ტკივილის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა სახის ინტერესისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно