პოლონეთი რუსეთის დასჯას ითხოვს


     პოლონეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ჩატარების გამო რუსეთის დასჯას მოითხოვს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში ყალბი არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებას და ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარების პროცესს.

     საგარეო უწყება მოუწოდებს ევროკავშირს და პარტნიორებს გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, აუკრძალოს ტერიტორიაზე შესვლა ე.წ. არჩევნების ორგანიზატორებს და გაყინოს მათი აქტივები.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/118539