,,ნაციონალურ მოძრაობას" ამ ორი ადამიანის ტკივილის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება სურს"– მათიკაშვილი


     „ნაციონალურ მოძრაობას" მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის ტკივილის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება სურს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

     „პოლიტიკური პროცესები არის პოლიტიკური პროცესი. არის სამართლებრივი საკითხები, რომელსაც შესაბამისი პასუხები სჭირდება, რაზეც ძალოვანი სტრუქტურები მუშაობენ. ასე რომ, ვეცადოთ, ეს ორი საკითხი ერთმანეთში არ ავურიოთ. მხარში ვუდგავარ ყველა ადამიანს, ვისაც გარკვეული სურვილი გააჩნია, რომ შესაბამისი პასუხი მიიღოს. ამ ყველაფრის გადაზრდა იმ ფორმატში, რაც „ნაციონალურ მოძრაობას" სურს, პირველ რიგში მაჩალიკაშვილის და სარალიძის ინტერესების საწინააღმდეგოა, რადგან მათ სურთ ამ ორი ადამიანის ტკივილი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ", – განაცხადა მათიკაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно