"ენმ"-ს საპრეზიდენტო არჩევნები კი არა, გადატრიალების არჩევნებია - თალაკვაძე


      "ენმ"-ს საპრეზიდენტო არჩევნები კი არა, გადატრიალების არჩევნებია"– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა - აგვისტოს ომის მონაწილეებისა და ვეტერანი სამხედროების კამპანიის საპასუხოდ განაცხადა.
 
     არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა სატელიტებმა საარჩევნო კამპანია შეურაცხყოფასა და ძალადობაზე დააფუძნეს. 
 
 „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან დაკავშირებულმა სატელიტებმა შეძლეს ის, რომ დღეს საპრეზიდენტო კამპანიის გარემო არის ამ ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე ორიენტირებული.

     მე მესმის ძალიან კარგად, თუ რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, მაგრამ ასევე დაინახეთ სალომე ზურაბიშვილის ძალიან ცივილური პასუხი.

     ფაქტია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მოატყუა საზოგადოება როგორც ჩვევია, პირველ ტურში მათ თითქოს მხარდამჭერებს მიაღებინეს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა პირველი ტურის დასრულებისთანავე აღმოჩნდა , რომ მათთვის ეს არ არის საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ ეს არის გადატრიალების არჩევნებია– დასძინა თალაკვაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно