,,მაინც როგორ აქვთ გამჯდარი ინსტიქტების დონეზეც კი, გადაეფარონ მანიაკს"–რუსუდან შარაძე


      აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს:
 
      სახალხო ლომჯარიამ რაო, მეც მემუქრებდნენ თვეების წინ სიცოცხლის მოსპობით, რა უჭირს მერე, რა არის ამაში ახალიო?

      მაინც როგორ აქვთ გამჯდარი, სისხლში და ხორცში, ინსტიქტების დონეზეც კი, რომ კრიტიკულ მომენტში, გადაეფარონ მანიაკს და მის ბანდას. თან მარტო თვითონ რომ იციან ხოლმე და სხვა ვერ ხვდება.

     გურამ შარაძის შვილსაც მემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, სულ 2 თვის წინ და ლომჯარიასგან განსხვავებით, იმ წუთასვე გავასაჯაროვე. სახალხო დამცველს, როგორც ჩანს, არ გაუგია. არც ის სმენია, როგორ ამოწყვიტეს ჩვენი ოჯახი, ცოცხლად გაანადგურეს გიორგი ბარათელი და როგორ ვჭიდაობ დღემდე მთელ სახელმწიფოსთან.

     ვინმემ რომ ჰკითხოს, დარწმუნებული ვარ, უპასუხებს, არ მოუმართავს ჩვენთვისო. ჭვიანი დაიბადა და რა ჰქნას?!  თან უკვე სახალხოა"–წერს რუსუდან შარაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно