,,ამათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ევთანაზია სავალდებულო გახდება"– მძინარაშვილი


     ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი გიორგი ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამ უკანასკნელმა პირველი არხის გადაცემაში განაცხადა, რომ სიმსივნით დაავადებული ადამიანის მკურნალობა ფულის შავ ხვრელში გადასხმაა.      
 
    ,,აი, ეს არის ნაცსექტის იდეოლოგია! ამათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ევთანაზია სავალდებულო გახდება - სნეულებს სასიკვდილო ინექციით "უმკურნალებენ"!" – აღნიშნავს ბონდო მძინარაშვილი.
 
      ნაცვლად იმისა, რომ გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ფინანსები უკვე ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ამ ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს. ანუ, მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება, ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება. მაგრამ არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე. აი ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ მაქსიმალურად იყოს ყურადღება გამახვილებული საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რომ იქამდე ვუმკურნალოთ, სანამ ადამიანი გადასარჩენ პირობებში მივა, რაც უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს. ყველაზე ძვირი ის არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, რადგან ვეღარ ვუშველოთ, სანამ ამ დონემდე მივა, მანამდე ვუმკურნალოთ. საბიუჯეტო სახსრების მაქსიმალური ინექცია უნდა გავაკეთოთ იქ, სადაც მეტი პრევენციაა, რომ პირველ რიგში, დავზოგოთ ადამიანის სიცოცხლე და ასევე – რესურსები, რომელიც ამასთან დაკავშირებით იხარჯება", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018".
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно