,,დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაზრდილა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა"– ნადირაძე


      „ქართული ოცნების" ცრუპენტელობას და ტყუილებს საზღვარი არ აქვს. იმის ნაცვლად, რომ წაგებული პირველი ტურის მერე მაინც ესწავლათ ჭკუა და ადეკვატური ბიუჯეტი შემოეტანათ, მაშინ როდესაც ლარი კატასტროფულად არის გაუფასურებული და მსყიდველობითი უნარი აქვს დაკარგული"- ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. 
 
     მისი თქმით ხელისუფლება ბიუროკრატიული აპარატისთვის ხარჯებს ზრდის, რის გამოც სხვა მიმართულებებს შემოსავალი აკლდება. 

     ,,დედაქალაქში პრობლემები დღითიდღე უფრო მწვავეა, თბილისის მერიამ მოქმედ 916 მილიონიან ბიუჯეტთან შედარებით, 45 მილიონი ლარით ნაკლები ბიუჯეტი შემოიტანა. იტყუებიან ისინი, თითქოს ბიუჯეტი გაიზარდა. ბიუჯეტის კლებაა თითქმის ყველა მიმართულებით, მაშინ როდესაც ისინი ზრდიან ბოუროკრატიას, საკუთარ ხელფასებს, შრომის ანაზღაურებას და ა.შ”, – განაცხადა ნადირაძემ.

     დედაქალაქის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტი განსახილველად საკრებულოს გუშინ წარუდგინა. წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა 871 631 510 ლარია. თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტი წლევანდელ მიმდინარე ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 10 მლნ ლარით.




скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно