სესიაშვილი: ,,სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება"


     „ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი,"– აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

      სესიაშვილის განმარტებით, მას არ სურს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ცუდი იმიჯი ჰქონდეს. 

      „ადამიანს, რომელსაც ქვეყანაში პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ჰქონდა 9 წლიანი დიქტატურა, ტოტალური კონტროლი. მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო. ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქიდან გააგდეს. მე არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ჰქონდეს,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 
 
 
     საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно