,,უკურნებელი სენით დაავადებული რომ ექიმბაშთან წავა, ასეა ოლიგარქის საქმე– სააკაშვილი


     საქართელოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეფგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
      ,,ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ახლა ეს ჩამოიყვანა ივანიშვილმა საქართველოში სრული ბედნიერებისთვის, ჩვენი მოქალაქეების უბედურების ხარჯზე, ფულის გასაკეთებლად...

     აი, ამ ისრაელელ აფერისტის-"შავი პიარის სპეციალისტს", რომლის სახელია მოშე, იმედი აქვს ივანიშვილს.... უკურნებელი სენით დაავადებული რომ ექიმბაშთან წავა საშველად, ასეა ოლიგარქის საქმე. ამ მოშემ უპოვა მას რუმინელი ყოფილი კომუნისტი დეპუტატი ევროპარლამენტში. ამან დაუმზადა კლიპი "ჩემს დაბრუნებაზე" საქართველოში და ბილბორდები დაჭყანული სახეებით. ამ აფერისტული კლიპით აპირებს ბორია ივანიშვილი ქართველების დაშინებას ორშაბათიდან. როგორც ავსტრიიდან გამოაბუნძურეს ეს მოშე, კიდევ უფრო დიდი სკანდალით ჩაფლავდება ის საქართველოში.

     ისე, ივანიშვილის საყურადღებოდ, ქართველ ებრაელებში მე ათჯერ უფრო პოპულარული ვარ, ვიდრე ბიძინა. იმიტომ, რომ ქართველ ებრაელებს, ივანიშვილის და მისი "ოცნებისგან" განსხვავებით, საქართველო უყვართ"- წერს მიხეილ სააკაშვილი.
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно