,,არავითარ მილიარდ ნახევარს „ქართუ“ არ გადაიხდის, ეს არის მორიგი სატყუარა"– რომან გოცირიძე


     ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრ რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ მამუკა ბახტაძის დღევანდელი ინიციატივა მხოლოდ არჩევნების მეორე ტურზეა გათვლილი.
 
     მისი თქმით, უიმედო სესხების ჩამოწერას კომერციული ბანკები ყოველწლიურად აკეთებენ.
    
    „ჯერ ერთი, მთავრობა რა შუაშია, თუ ამას აკეთებს „ქართუ", მეორეც, გაუგებარია რას აკეთებს „ქართუ", რადგან საუბარია მხოლოდ იმ დავალიანებაზე, რომელიც არის 2 000 ლარამდე. ზოგადად, უიმედო სესხების ჩამოწერას კომერციული ბანკები ყოველწლიურად აკეთებენ. შარშან 77 მილიონი ლარი ჩამოიწერა უიმედო, 2016 წელს 55 მილიონი. ახლა როგორც გვესმის, რაღაც თანხა ჩამოიწერება და ამაში „ქართუ" შეეშველება. მილიარდ ნახევარი არის ზღაპარი. არავითარ მილიარდ ნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს არის მორიგი სატყუარა, რომელიც მცირე ოდენობის, ფაქტობრივად, ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული და ისინი ისედაც აკეთებდნენ რესტრუქტურიზაციას. რომ არ ყოფილიყო მეორე ტური, იქნებოდა ასეთი ინიციატივა? რომ არ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მიმართვა, იქნებოდა მთავრობის მიერ ეს ინიციატივა? თუმცა აქ მთავრობა რა შუაშია. ბოლოს და ბოლოს, მაინც გაუგებარია ვინ და რას აკეთებს", – განაცხადა გოცირიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно