„უი, გაცოცხლდნენ? ამოვიდნენ სარდაფებიდან?"– კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე


     „უი, გაცოცხლდნენ? ამოვიდნენ სარდაფებიდან?"- აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა არასამთავრობოების მისამართით გააკეთა.

     თბილისის მერის თქმით, ხელისუფლების დაპირება არჩევნებს არ უკავშირდება, რადგან მასზე მსჯელობა დიდი ხანია, მიმდინარეობდა.

     „ამასთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი ჭარბვალიანობის თემაზე, სანამ არჩევნები დაიწყებოდა და გამოცხადდებოდა არჩევნების თარიღი, მანამდე იყო საუბარი. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც პოლიტიკაში შემობრუნდა, ამაზე საუბრობდა ბატონი მამუკა ბახტაძე. ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, პირველი იანვრიდან მოეხსნებათ. ძალიან რთულია ეს დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გადაწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ? არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა თუ არის კითხვები, შესაბამისი სამსახურები ალბათ, დაინტერესდებიან ", - განაცხადა კალაძემ.

     მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოსყიდის.



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно