,,ეხლა მაინც თუ ხვდებით რატომ იკლავდა თავს ეკა გიგაური 29 000 ფაილის განადგურებაზე?"- მჟავანაძე


     ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
      ,,კაპიტანი გიგაური, სოროსის და ნაცების ენჯოები რომ ნაცების რუპორები იყვნენ ისედაც ვიცოდით, მაგრამ მათი დაუსაბუთებელი განცხადებები ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭვდასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

     ორგანიზაციები რომლებიც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე უყენებენ ბრალდებებს სახელმწიფოს მართლაც სამარცხვინოებია. საფუძვლიანი  ეჭვი გამაჩნია, რომ იმ 29 000 ფაილში რომელიც ნაცებმა კომპრომატების სახით შექმნეს, რამდენიმე ფაილი სწორედ ეკა გიგაურს და სოროსისა და ნაცების ენჯეოებს ეკუთვნის და ნაცებიც მათ მართავენ და ათას სისულელეებს ალაპარაკებენ.
 
     ეხლა მაინც თუ ხვდებით რატომ იკლავდა თავს ეკა გიგაური და სოროსის ენჯეოები 29 000 ფაილის განადგურებაზე. ამ ფაილებში როგორც ჩანს მათი კომპრომატები იყო და ამიტომაც დგანან მიშას და ნაცების სადარაჯოზე"–აღნიოშნავს ნიკოლოზ მჟავანაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно