ეკა გიგაურმა და ირმა პავლიაშვილმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს- პროკურატურა


     ეკა გიგაურმა და ირმა პავლიაშვილმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაესვათ შეკითხვები მათ შორის იმ პირის ვინაობასთან დაკავშირებით ვისზე დაყრდნობითაც მათ ინფორმაცია გაასაჯაროეს.

     პროკურატურის ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა წყაროს დასახელებაზე უარი განაცხადეს.

     „სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, მოწმეებს დაესვათ შეკითხვები მათ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე, მათ შორის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულ იმ თანამშრომელზე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირების ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების თაობაზე აცნობა. ამ ინფორმაციას, სრულყოფილი გამოძიებისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე, 76-ე მუხლების თანახმად მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ იგი ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს. ამასთან ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი (ეკა გიგაური) მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, გამოძიების ინტერესების საზიანოდ, ეკა გიგაურმა უარი განაცხადა ინფორმაციის წყაროს მოწოდებაზე და მიზეზად ამ პირის უსაფრთხოება დაასახელა. მან ასევე უარი განაცხადა გამოძიებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მის მიერ ნახსენები თათბირის გამართვის ადგილმდებარეობის და მასში მონაწილე პირების, ასევე ვიდეოკამერების განთავსების ადგილის თაობაზე,”-აღნიშნავენ საგამოძიებო უწყებაში და აღნიშნავენ რომ ეკა გიგაურის მსგავსად, ირმა პავლიაშვილიც შემოიფარგლა ზოგადი ინფორმაციის მიწოდებით.

     მთავარი პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლზე მიუთითებს და განმარტავს, რომ წყაროს არ დასახელების უფლება აქვს ადვოკატს, სასულიერო პირს, სახალხო დამცველს  და ჟურნალისტს. ამ მუხლში არასმთავრობო ორგანიზაციები დასახელებული არ არის. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно