სააპელაციო სასამართლომ ფოტორეპორტიორები გაამართლა


     ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ ფოტორეპორტიორები უდანაშაულოდ ცნო. 

     2011 წელს დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ფოტორეპორტიორების, ნათია და ირაკლი გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვდა.

     უწყებაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно