,,ვაშაძემ მითხრა, პრეზიდენტს რომ გადაუდექი, რა გეგონაო"– ვალერი გელაშვილი


     თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
 
     ვალერი გელაშვილის განმარტებით, თავდასმის მოტივი დაკავშირებული იყო რეზიდენციასთან. 

    „ჩემთვის მთავარია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი მიიღო, რა მნიშვნელობა აქვს ექვსი წელი იჯდება, თუ რვა. მიხეილ სააკაშვილისთვის ერთი წელიც საკმარისია. რა იყო ამ დანაშაულის მოტივი, ეს ყველაფერი ცნობილია. ყველაფერი დაკავშირებული იყო რეზიდენციასთან, მის სახლთან, სადაც უნდა შესულიყო, ის სახლი ჯერ ჩემი იყო. ზეციდან არავინ ჩამოვიდოდა და ანგარიშსწორებას არ გამიკეთებდა. თავდასხმის შემდეგ მაშინვე დავაფიქსირე აზრი, რომ მიხეილ სააკაშვილის გაკეთებული იყო”, – განაცხადა გელაშვილმა.

     „თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, საუკეთესო შემთხვევაში ინვალიდი უნდა ვყოფილიყავი, რადგან თავის ქალიდან როცა სითხე იქცევა, მენინგიტი გემართება და თუ გადარჩი, ეტლის გარეშე ვერ ივლი. ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ეგრე უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ვერ გათვალეს, რომ ღვთის ნება არ იყო და გადავრჩი. მერე კი წყალის ჩასხმა მოინდომეს, გათიშვა უნდოდათ, მაგრამ თვითმფრინავმა მოასწრო ჩამოსვლა და წამიყვანეს”, – განაცხადა გელაშვილმა.

     გელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძემ მას უთხრა: „პრეზიდენტს რომ გადაუდექი აბა, რა გეგონა. სადაც უნდა პირზე დავადგები”, – განაცხადა გელაშვილმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно